“ლივერპულმა” შესაძლოა სუარესი “არსენალში” გაუშვას
“წითლების” მიერ მოთხოვნილი ფასი არ შეცვლილა. მათ ურუგვაელის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის მიღება სურთ.
როგორც ჩანს, ლუის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებული საგა ხელახლა იწყება. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, “არსენალმა” “ურუგვაელი” ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონი და ერთი ფუნტი შესთავაზა, რამაც “ლივერპულის” და თვით ფეხბურთელის გაბრაზება გამოიწვია.
“ლივერპულმა” სუარესის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტი მოითხოვა და დასძინა რომ არც ერთ ფუნტს არ დააკლებდა, ურუგვაელს კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდოდა. უთანხმოება მოგვარდა, მაგრამ მომავალი სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, სუარესს კი ლივერპულიდან წალსვლა სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, “არსენალი” ლუის სუარესის შეძენას კიდევ ერთხელ ეცდება, საინტერესოა რომ “ლივერპული” მზადაა თავისი ლიდერი “არსენალში” გაყიდოს, მიუხედავად გუნდისთვის მისი საჭიროებისა. ურუგვაელის ფასი კი არ შეცვლილა იგი კვლავ 50 მილიონ ფუნტს შეადგენს.
“ლივერპულმა” იმ ფეხბურთელებზე დაკვირვება უკვე დაიწყო, რომლებსაც სუარესის შეცვლა შეუძლიათ, თუმცა ამ ინფორმაციას მხოლოდ პრესა ავრცელებს და ოფიციალურად ეს ყველაფერი არ დასტურდება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “არსენალს” სუარესის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონის ფუნტის გამოყოფა მოუწევს, რადგან არსენ ვენგერს “რეალი” გაუწევს კონკურენციას. სამეფო კლუბს “მეთოფეების” მსგავსად, თავდამსხმელი სჭირდება და მზადაა დიდი ფული დახარჯოს.