“ლივერპულმა” თვალი მარკეტის დაადგა
ვეტერანმა გოლკიპერმა მერსესაიდელთა ყურადღება მიიპყრო.
როგორც “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, საჯაროდ განაცხადა, ის სიმონ მინოლეს თამაშით კმაყოფილია, მაგრამ მედიაში არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ გერმანელი სპეციალისტი ახალ მეკარეს ჯერ კიდევ ეძებს.
როგორც ცნობილია, მინოლეს მიერ მთელი რიგი წარუმატებელი მატჩების ჩატარების შემდეგ, “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ ფედერიკო მარკეტისა და დიეგო ლოპესის ტრანსფერის ვარიანტების განხილვა დაიწყო. იტალიელი კარის დარაჯის მიმართ ინტერესს კი უკვე გამოცემა The Telegraph-იც ადასტურებს.
32 წლის მარკეტის “ლაციოსთან” მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ის რამდენიმე კლუბის ინტერესებში უკვე შედის, მაგრამ მთავარ ფავორიტად “ლივერპული” ითვლება.
აღსანიშნავია, რომ მარკეტი რომაული კლუბის ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ამ დროიდან მოყოლებული, მან 141 მატჩის ჩატარება მოასწრო.