“ლივერპულმა” “ტოტენჰემი” გასვლაზე დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრას ლონდონმა უმასპინძლა. ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემმა” სტუმრად იურგენ კლოპის “ლივერპული” მიიღო და ნამდვილი ბრძოლა გააჩაღა.
მატჩში ანგარიში მესამე წუთზე გაიხსნებოდა, რომ არა ვიდეორეფერის მიერ სონის გოლამდე დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობა. ნაცვლად ამისა, ტაბლოზე ანგარიში პირველად რობერტო ფირმინომ შეცვალა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე.
მეორე ტაიმიც “ლივერპულის” გოლმა გახსნა. 47-ე წუთზე თავი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა გამოიჩინა, რასაც ორიოდე წუთში ჰოიბიერგმა უპასუხა ულამაზესი გოლით. 56-ე წუთზე სალაჰის გოლი გაუქმდა, თუმცა 9 წუთში სადიო მანემ შეძლო საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება – 3:1.
ასე რომ, 20 მატჩის შემდეგ “მერსესაიდელებს” 37 ქულა უგროვდებათ და ამ დროისთვის მეოთხე პოზიციას იკავებენ. “სპურსი” კი 33 ქულით მეექვსეა.