„ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ „უაით ჰართ ლეინზე“ კოშმარი მოუწყო

თარიღი: დეკემბერი 15, 2013

ინგლისის პრემიერლიგის XVI ტურში „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „ლივერპული“ მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 0:5 დამარცხდა. მატჩს ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონიც დაესწრო, რომელიც ერთხანს მერსისაიდულ გუნდსაც თავკაცობდა. სტადიონზე იყო „ლივერპულის“ ლეგენდარული ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი კენი დალგლიშიც.

შეხვედრის პირველი ნახევარი მერსისაიდული გუნდის უპირატესობით წარიმართა. „წითლები“ გაცილებით ორგანიზებულად, გუნდურად და გააზრებულად მოქმედებდნენ. შედეგად, ბრენდან როჯერსის გუნდმა პირველი ტაიმი ანგარიშით 2:0 მოიგო. შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა. გოლი ჩრდილოლონდონური გუნდის მცველების უხეშ შეცდომას მოჰყვა. ჯორდან ჰენდერსონმა ურუგვაელი თავდამსხმელი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, „ლივერპულის“ საუკეთესო ბომბარდირმა მეტოქე გუნდის ერთი მცველი ჩამოიტოვა და ახლო მანძილიდან დარტყმით გოლიც გაიტანა. სხვათა შორის, სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური სწორედ სუარესს ჰქონდა მორგებული. როგორც მოგეხსენებათ, ინგლისელ ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს, რის გამოც 4-6 კვირა უქმობა მოუწევს. გატანილი გოლის შემდეგ „ლივერპულს“ უპირატესობა არ დაუთმია, პირიქით – აქტიური პრესინგის ხარჯზე „ტოტენჰემი“ გააზრებული შეტევის განხორციელებას ვერ ახერხებდა. შეხვედრის მე-40 წუთზე „ლივერპულის“ მორიგი შეტევის დროს უგო ლორისმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თუმცა ფრანგ მეკარეს მცველებმა მხარი ვერ აუბეს, რითაც ჰენერსონმა ისარგებლა და სქაუზერების უპირატესობა განამტკიცა.

როგორც ჩანს, შესვენებაზე ანდრე ვილაშ-ბოაშმა თავისი გუნდი აზრზე მოიყვანა სცადა, თუმცა დღეს „ლივერპული“ მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობდა. „დეზებმა“ მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს. ამას ისიც დაემატა, რომ შეხვედრის 63-ე წუთზე „ტოტენჰემის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა პაულინიომ სუარესს ფეხი მკერდის არეში ჩაარტყა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათით დაისაჯა. თითქოს მასპინძლები საბოლოოდ შეეგუენ მარცხს. მერსისაიდელებმა კი კიდევ სამჯერ გაიხარეს: 75-ე წუთზე ახალგაზრდა ჯონ ფლანაგანმა ლამაზი დარტყმით დააგვირგვინა „წითლების“ სწრაფი შეტევა. 84-ე წუთზე სუარესმა ლორისს თავზე გადაუგდო ბურთი და დუბლი გაიფორმა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ბომბარდირთა დავაში პოზიციები გაიმყარა და ახლა აღნიშნულ სიას 17 გატანილი გოლით ლიდერობს. სუარესმა 89-ე წუთზე უკვე რაჰიმ სტერლინგს გაატანინა – 0:5.

დღეს „უაით ჰართ ლეინზე“ ერთი გუნდი თამაშობდა – „ლივერპული“ და ასეთი თამაშით როჯერსის გუნდს ნამდვილად შეუძლია დასახული მიზნის მიღწევა. „ტოტენჰემის“ უმოტივაციო თამაშზე კი დღევანდელი შეხვედრის შედეგიც მეტყველებს, „დეზების“ მცველები დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდნენ.

ამ გამარჯვებით „ლივერპულმა“ 33 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიცია დაიბრუნა. „ტოტენჰემს“ კი 27 ქულა დარჩა და მე-7 ადგილამდე დაქვეითდა.

ინგლისის პრემიერლიგა
XVI ტური
„ტოტენჰემ ჰოთსპური“–„ლივერპული“ 0:5 (0:2)
გოლები: სუარესი 18′, 84′, ჰენდერსონი 40′, ფლანაგანი 75′, სტერლინგი 89′
გაფრთხილებები:  დოუსონი 27′, უოკერი 43′, ჰოლტბი 66′.
გაძევება: პაულინიო 63′.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რონალდინიოს საოცარი საგოლე პასი ამხანაგურ მატჩში (ვიდეო)

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ კოლუმბიური “სანტა ფეს” შემადგენლობაში ითამაშა და “ატლეტიკო ნასიონალის” წინაა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ახალი წლის პირველ დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრა მატჩი გაიმართება

ინგლისის პრემიერ ლიგის ზამთრის კალენდარი გამოქვეყნდა. ცნობილი გახდა, რომ მატჩები 26, 27, 28 და 29 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლეკსანდრ ზინჩენკომ ვლადა სედანს ხელი სთხოვა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტისა” და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, ოლეკსანდრ ზინჩეკომ უკრაინელ სპორტულ ჟურნალისტ ვლადა სედან კიევის ოლიმპიურ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონელმა ფეხბურთელმა გოლი საკუთარი ნახევრიდან თავური დარტყმით გაიტანა (ვიდეო)

ინგლისის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში, “ბეშფორდ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, სტეფან გალინსკიმ მეტოქის კარში გოლი საკუთარი ნახევრიდან თავური [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო, რომელიც საკუთარი ავტომობილით საწვრთნელი ბაზისკენ მიემართებოდა, ავტოავარიაში მოყვა. “მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

“ლივერპულის” მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. არნოლდი პირველი მცველი გახდა პრემიერ ლიგის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეას ბრწყინვალე სეივი შვედეთთან მატჩში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩის მიმდინარეობისას დავიდ დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლეკსანდრ ზინჩენკო პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

14 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პორტუგალია 2:1 დაამარცხა და ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უკრაინელი ფეხბურთელები და ფანები პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ (ვიდეო)

14 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე პორტუგალიას დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. 34 წლის თავდამსხმელმა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის […]...
წაკითხვა