“ლივერპულმა” ვარდის სანაცვლოდ 30 მლნ გაამზადა
ბრიტანული გამოცემა “დეილი სთარი” წერს, რომ “ლივერპული” “ლესტერ სიტის” ფორვარდ ჯეიმი ვარდით დაინტერესდა.
წყაროს თანახმად, “ენფილდროუდელები” მზად არიან ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღონ. მერსისაიდელები ვარდის დამატებას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდშივე შეეცდებიან.
თავის მხრივ, “ლესტერი” აპირებს, რომ 29 წლის ფეხბურთელს ანაზღაურება მოუმატოს და ამ გზით გუნდში მისი შენარჩუნება მოახერხოს.
მიმდინარე სეზონში ჯეიმი ვარდიმ 23 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.