“ლივერპულს” ხოსე ენრიკე აღარ სჭირდება
“ლივერპულის” ხელმძღვანელობამ გუნდის მცველ ხოსე ენრიკეს ამცნო, რომ ესპანელ ფეხბურთელს ახალი კლუბის მოძიება მოუწევს. Liverpool Echo-ს ცნობით, “ენფილდროუდელთა” სამწვრთნელო შტაბს 30 წლის მოთამაშის მომსახურება აღარ სჭირდება და გუნდიდან მის გაშვებას აპირებს. ხოსე ენრიკესა და მერსისაიდულ კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა ამა წლის 30 ივნისს გასდის. შესაბამისად, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და კარიერის გაგრძელების თაობაზე დამოუკიდებლად შეეძლება გადაწყვეტილების მიღება.
შეგახსენებთ, რომ ხოსე ენრიკე “ლივერპულში” 2011 წელს “ნიუკასლ იუნაიტედიდან” გადავიდა. ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.