ლობჟანიძე და გავაშელიშვილი “ლოკომოტივს” ესპანეთში არ გაჰყვნენ
თბილისის “ლოკომოტივი” ესპანეთში, ქალაქ ალბირში 2 კვირის განმავლობაში მოემზადება და 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
“ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ჭაღიაშვილმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელი წაიყვანა და მათ შორის, გამოცდილი მცველი უჩა ლობჟანიძე და თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი არ არიან.
“ლოკოს” პრესსსამხურის ცნობით, ორივე ფეხბურთელს ტრავმა აქვს და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ისინი ეროვნული ლიგის ახალ სეზონს მწყობრში შეხვდნენ.
გუნდი პირველ ამხანაგურ მატჩს 13 თებერვალს, ესპანური სეგუნდა ბ-ს ბინადარ “ალკოიანოსთან” გამართავს. 16 თებერვალს “ლოკოს” მეტოქე ჩინეთის მეორე ლიგის გუნდი – “ჩენჯუ სიტი” იქნება.
მომდევნო მოწინააღმდეგე რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ადგილოსანი “უფაა”. მატჩი 19 თებერვალს გაიმართება. ბოლო ამხანაგურ მატჩში “ლოკომოტივი” უზბეკეთის 23 წლამდე, ოლიმპიური ნაკრებს, 21 თებერვალს დაუპირისპირდება.
მეკარეები: ლუკა შეროზია, დემეტრე ბულისკერია, რევაზ ლომიძე
მცველები: დავით უბილავა, ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე, ალექსანდრე გურეშიზე, თორნიკე ძებნიაური, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ბექა ბუიღლიშვილი, ლუკა ჯაფარიძე
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, ირაკლი კომახიძე, ლაშა გვალია, თორნიკე კირკიტაძე, რატი არდაზიშვილი, ოთარ კობახიძე, ლუკა კიკაბიძე, რევაზ ინჯგია
თავდამსხმელები: ირაკლი სიხარულიძე, დავით ჯიქია, ლაშა ოზბეთელაშვილი, შოთა შეყილაძე