ლობჟანიძე: “საფრანგეთში თამაში ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა”
საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე ვასილ ლობჟანიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე “ბორჯღალოსანთა” თამაში შეაფასა და თქვა, რომ მილტონ ჰეიგის გაწვრთინლმა გუნდმა მიზანს მიაღწია.
“მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ ყოფნა ჩემი მიზანი არ ყოფილა. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მიზანს მივაღწიეთ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ ტურნირზე ვითამაშებდი,” ციტირებს 18 წლის გამთამაშებლის სიტყვებს ESPN.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლობჟანიძეს ინგლისის, უელსის, ირლანდიისა და საფრანგეთის კლუბები იწვევენ.
“ამ ქვეყნებს უმაღლესი დონის ჩემპიონატები აქვთ. ალბათ, საფრანგეთში თამაში ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, რადგან იქ ბევრი ქართველი ასპარეზობს. თუმცა, შემოთავაზებებს ნებისმიერი კლუბიდან განვიხილავ“, – თქვა ლობჟანიძემ.