შობოშლაიმ მომავალი კლუბი აირჩია
“რედ ბულ ზალცბურგის” ნახევარმცველმა, დომინიკ შობოშლაიმ, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. უნგრელი ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას “ლაიფციგში” გეგმავს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Kicker ადასტურებს.
როგორც იცით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობით არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. თუმცაღა, შობოშლაიმ გადაწყვიტა, რომ არჩევანი “რედ ბულის” კუთვნილებაში მყოფ გერმანულ კლუბზე გაეკეთებინა.
დომინიკი “ზალცბურგს” იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ავსტრიული კლუბი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლას ვერ შეძლებს. მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად “ზალცბურგმა” საშინაო არენაზე მადრიდის “ატლეტიკო” უნდა დაამარცხოს.
მიმდინარე სეზონში 20 წლის შობოშლაიმ “ზალცბურგის” მაისური 17 შეხვედრაში მიიღო და თავი რვა გატანილი გოლით გამოიჩინა.