”ლოკომოტივი” 1:2 ”ქასიმფაშა” – თბილისელების მესამე ამხანაგური მატჩი
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის ”ლოკომოტივმა” მორიგი ამხანაგური მატჩი ამჯერად ”ქასიმფაშას” წინააღმდეგ გამართა და 1:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მარცხის მიუხედავად ჟერარდ სარაგოსას შეგირდებმა მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. პირველი გოლი “ქასიმფაშამ” 33-ე წუთზე კონტრშეტევის შედეგად გაიტანა. თავი ბათუჰან ალტინტამ გამოიჩინა. მეტოქემ ანგარიშის გაზრდა მეორე ნახევარში შეძლო, 46-ე წუთზე რევაზ თევდორაძის კარი ფოდე კოიტამ აიღო. გაშვებული გოლის შემდეგ „ლოკო“ გააქტიურდა და ასპარეზობა ჩვენი გუნდის სცენარით წარიმართა.
თბილისელებს ანგარიშის შემცირება 61-ე წუთზე შეეძლოთ, როდესაც კიკნაძემ კლიმიაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მისი დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა. 64-ე წუთზე ირაკლის მსგავსად ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა უბილავა, კაპიტანმა კიკნაძის გადაცემა გოლად აქცია.
ანგარიშის შემცირების შემდეგ ესპანელი სპეციალისტის გუნდი გააქტიურად და ზუსტად 3 წუთში აქტიური კიკნაძის ფლანგურ ჩაწოდებულს ცხადაძე დახვდა, მისი დარტყმული კი მეკარეს მოხვდა. 71-ე წუთზე თურქები კიდევ გადაურჩნენ გაშვებულ გოლს, კლიმიაშვილი ფლანგზე კარგად გასცდა „ქასიმფაშას“ მცველს, ახალწვეულმა მოთამაშემ სწრაფად მოძებნა ცხადაძე რომლის დარტყმულიც მცირე მანძილით ასცდა კარს. აღნიშნული დაპირისპირების ბოლო დასამახსოვრებელი ეპიზოდი რატი არდაზიშვილმა შექმნა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა სამი მცველი მოატყუა რის შემდეგაც მახვილი კუთხიდან ძელს გაარტყა.
ჟერარდ სარაგოსამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
თევდორაძე, ფოფხაძე ( წივწივაძე 75 ), ჩიტეიშვილი ( გაბაძე 75 ), კლიმიაშვილი ( კიკაბიძე 80 ), დიასამიძე ( არდაზიშვილი 62 ), ხიდეშელი ( გეთიაშვილი 57 ),
ზარანდია ( კიკნაძე 57 ), ჩაგელიშვილი ( ქიქავა 46 ), მახარაძე ( ჭანტურია 75 ),
უბილავა ( მზევაშვილი 80 ), სამურკასოვი ( ცხადაძე 40 ).
მომდევნო მატჩს ”ლოკომოტივი” 29 აგვისტოს, „კაისერისფორის“ წინააღმდეგ გამართავს.