“ლოკომოტივი” ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა
თბილისის “ლოკომოტივი” ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. ამის შესახებ დედაქალაქელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.
გუნდთან ხელშეკრულების ვადა გიორგი რეხვიაშვილს, მამუკა კობახიძეს, ზურაბ მენთეშაშვილს, გეგა დიასამიძესა და ნოდარ ქავთარაძეს ამოეწურათ.
აღნიშნულმა ფეხბურთელებმა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ, კარიერის გაგრძელება სხვა კლუბში ისურვეს. რაც შეეხება, ბექა ქურდაძეს, იგი ერთწლიანი არენდის შემდეგ, საბურთალოში დაბრუნდა.