ლოკომოტივის აკადემიაში ფსიქოლოგი იმუშავებს
თბილისის ლოკომოტივის აკადემიის მწვრთნელებთან ფსიქოლოგი მაია ნანიტაშვილი იმუშავებს.
ლოკომოტივის ასაკობრივი გუნდების მწვრთნელების ფსიქო-განათლება გუნდთან და მათ წევრებთან ჯგუფურ და ინდივიდუალურ დონეზე, ეფექტური მუშაობის სტრატეგიის შემუშავებასა და მათ ეტაპობრივად განხორციელებას გულისხმობს.
აღნიშნული კურსი, რომელიც ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება, 19 წლამდე გუნდის ფეხბურთელებთან ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობასაც ითვალისწინებს.
ფეხბურთელებთან მუშაობის მიზანი გუნდის თითოეული წევრის ფსიქო-ემოციური დონის შესწავლაა. პერიოდულად მოხდება ფეხბურთელების მშობლებთან შეხვედრა და მათთან კონსულტაცია.
მაია ნანიტაშვილი პროფესიით ფსიქოლოგია. იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, მწვრთნელთა განათლების B, A და Pro ლიცენზიის კურსების მიმდინარეობისას წლების მანძილზე მუშაობდა.
Fcloco.ge