“ლოკომოტივმა” ამხანაგურ შეხვედრაში “შევარდენი 1906” დაამარცხა
თბილისის ლოკომოტივმა, ამხანაგურ მატჩში, შევარდენი 1906 დაამარცხა. 1 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მეტოქეს 2:0 მოუგო.
ლოკომ პირველი ნახევარი, დავით ჯიქიას გოლით მოიგო. 23 წლის ფორვარდმა თავი მე-7 წუთზე გამოიჩინა. მეორე გოლი თეიმურაზ ღონღაძის ანგარიშზეა. ლოკოს მცველმა, მატჩის საბოლოო შედეგი 75-ე წუთზე დააფიქსირა.
ლოკომოტივის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს, რომელიც გუნდს 31 იანვარს, საქართველოს 17 წლამდე ნაკრებიდან შეუერთდა.
ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ძებნიაური, ქურდაძე, გაბაძე, შონია, სამურკასოვი, კიკნაძე, დავითაშვილი, კობახიძე, ჯიქია
მეორე ტაიმი: შეროზია, ხიდეშელი, ჭანტურია (კაპ), ღონღაძე, ანდრონიკაშვილი, გვალია, შეწირული, კობახიძე (წულეისკირი), დავითაშვილი (შეყილაძე), კიკაბიძე, ოზბეთელაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი