“ლოკომოტივმა” “ჩიხურას” გადაუარა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მატჩები იმართება.
მიხეილ მესხი 2-ზე “ლოკომოტივმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. მატჩი დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა მე-14 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ შეძლო. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა, თუმცა იყო ერთი დასამახსოვრებლი მომენტი. 43-ე წუთზე “ჩიხურას” კაპიტანი, შოთა კაშია ირაკლი სიხარულიძესთან ორთაბრძოლის დროს დაჯარიმდა.საჩხერლებმა არბიტრის ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს და აგრესია გამოხატეს, რასაც სათადარიგოზე მჯდომი ნიკოლოზ გელაშვილი შეეწირა – მას მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
მეორე ტაიმში კიდევ ოთხი გოლი გავიდა – ოთხივე იმერლების კარში. 71-ეზე უბილავამ ორამდე გაზარდა სხვაობა. 75-ე და 78-ე წუთებზე გავაშელიშვილმა დუბლი გაიფორმა. ხოლო, 85-ე წუთზე სიხარულიძემაც მეორედ აიღო ჰამზიჩის კარი.
საბოლოოდ, 5:0.
ამ მატჩის შემდეგ “ლოკო” 18 ქულით პირველზეა. “ჩიხურას” 13 ქულა აქვს და მეოთხეზეა.
იხილეთ ვიდეო