“ლოკომოტივმა” დავითაშვილის, “დინამომ” შენგელიას დუბლით მოიგო
ეროვნული ლიგის 26-ე ტურის პირველი 2 შეხვედრა თბილისური გუნდების, “ლოკომოტივისა” და “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა. “ლოკომოტივის” ათიანმა, ზურიკო დავითაშვილმა, მე-2 ტაიმის პირველივე წუთზე დააწინაურა კლუბი, კოვტალიუკმა 81-ზე უპასუხა, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა მე-2 დამატებულ წუთზე ინჯგიამ შესანიშნავად წაიღო ბურთი და ზურიკომ ვარდნაში მეორეც შეაგდო. “ლოკომ” მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო.
“დინამო” ბორის პაიჭაძის საფარის სრულად გამოცვლამდე მიხეილ მესხზე ინაცვლებს და “კოლხეთს” 2-1 ამარცხებს. დუბლი ლევან შენგელიამ შეასრულა, საპასუხო იმედა აშორტიას ანგარიშზეა. კვლავ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა სიკაჩმა, როგორც ეს “ჩიხურასთან” მატჩის დროს გააკეთა და “კოლხებს” გათანაბრების შანსი მისცა. მიუხედავად ამისა, შენგელია თბილისელებს მხსნელად მოევლინა და ბოლო დროს გუნდის მთავარი ლიდერია.
“ლოკომოტივი” მე-6 ადგილზე დამკვიდრდა, “დინამომ” “საბურთალოსთან” სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა.
ლოკომოტივი 2-1 დილა
გოლები: დავითაშვილი 46/92 – კოვტალიუკი 81
ლოკომოტივი: თევდორაძე – გაბაძე, ჭანტურია, ლობჟანიძე (ქურდაძე 55), უბილავა – სამურკასოვი, შონია, ჯონი (ჯიქია 86), დავითაშვილი, კობახიძე – არდაზიშვილი (ინჯგია 81)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
დილა: გუგეშაშვილი – ანზორ სუხიაშვილი, სანტოსი, გადრანი, გრიგალაშვილი (კორიფაძე 83) – რაზმაძე, ლემპტი (რაჟამაშვილი 53), ნონიკაშვილი, ქავთარაძე (ჯუფი 76) – რიბეირო, კოვტალიუკი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
დინამო 2-1 კოლხეთი
გოლები: შენგელია 17/54 – აშორტია 24
დინამო: სიკაჩი – რუხაია, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, კობოური – ნინუა (ქოჩლაძე 77), ქარდავა, კუცია, შენგელია (ივანიშვილი 86), შულაია (ერგემლიძე 67) – ვაწაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
კოლხეთი: კნიგა – აფხაზავა, ციკოლია, ხატიაშვილი – კერელეიშვილი, დოროშენკო, ჭეჭელაშვილი (კაბორე 55), მთივლიშვილი, პრიჩინენკო – იმნაძე, აშორტია (შალიკაშვილი 87)
მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი