“ლოკომოტივმა” “დილას” სძლია (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში თბილისის “ლოკომოტივმა” გორის “დილა” “მიხეილ მესხი 2”-ზე მიიღო.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. მეექვსე წუთზე ვატო არველაძემ დააწინაურა თბილისლები. 23-ე წუთზე გიორგი გოროზიამ “რკინიგზელთა” უპირატესობა ორამდე გაზარდა. “დილას” მდგომარეობა 43-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, როცა გილერმე მორასმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. 45-ე წუთზე გიორგი დიასამიძემ მესამე გოლიც გაიტანა.
მეორე ნახევარში, 54-ე წუთზე მამუკა კობახიძემ ავტოგოლი გაიტნა და სხვაობა ორამდე შემცირდა. 69-ე წუთზე ლუკა კიკაბიძემ სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა. ხოლო, 85-ე წუთზე რევაზ თევდორაძემ საკუთარ კარში შეაგდო და საბოლოო ანგარიში, 4-2 დააფიქსირა.
“ლოკომ” ამ მოგებით 42 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზეა. “დილას” 25 ქულა აქვს და მერვეზეა.