ჩემპიონობა ბათუმს? – “ლოკომოტივმა” “დინამოს” 94-ე წუთზე მოუგო (ვიდეო)

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის თბილისურ დერბიში “დინამომ საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივი” მიიღო და 94-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძის მშვენიერი გოლით დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდს ჰქონდა გატანის შანსები. მოედანზე ლევან მჭედლიძის შემოსვლის შემდეგ “დინამო” 3 ცენტრფორვარდით იყო წარმოდგენილი და “ლოკომოტივმა” კონტრშეტევებზე უამრავი მომენტი მიიღო. პერალესი 94-ე წუთამდე მოწოდების სიმაღლეზე იდგა, თუმცა 76-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა კირკიტაძემ მე-5 დარტყმა გამოიყენა და ესპანელ მეკარს თავზე გადაუგდო.
ეროვნულ ლიგას კვლავ ბათუმის “დინამო” ლიდერობს, “ლოკოს” 43 ქულა დაუგროვდა. ხვალ ბათუმელები გორში ჩავლენ.
დინამო 0-0 ლოკომოტივი
დინამო: პერალესი – იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო (რუხაია 61) – პაპავა, ნინუა – ზარია (მჭედლიძე 74), დაფე (კუხიანიძე 61), კუტალია – კარიკარი
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე
ლოკომოტივი: ბულისკერია – გაბაძე, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა – გვალია, შონია – სამურკასოვი (კირკიტაძე 76), კირკიტაძე (ჯიქია 91), კომახიძე – სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე