“ლოკომოტივმა” დირექტორი ვასილ კიკნაძე გააგდო, რომელმაც ხვიჩა, კვირკველია და სიომინი გაუშვა
მოსკოვის “ლოკომოტივმა” გუნდიდან გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ანატოლი მეშერიაკოვი გააგდო.
გავრცელებული ცნობით, კიკნაძის ნაცვლად ვლადიმერ ლეონჩენკო დაინიშნება, ხოლო, მეშერიაკოვს ალექსანდრ პლუტნიკი შეცვლის.
ყოფილ გენერალურ დირექტორ ვასილ კიკნაძეს უკავშირდება “ლოკოდან” ხვიჩა კვარაცხელიას უფასო გაშვება “რუბინში”. მას ასევე კონფლიქტი ჰქონდა მთავარ მწვრთნელ იური სიომინთან, რის გამოც, სიომინმა კლუბი დატოვა. შემდეგ სიომინის წასვლას შეეწირა საბა კვირკველიას სათამაშო პრაქტიკაც, რომელიც ახლა იჯარით “როტორში” ასპარეზობს.
“ლოკომოტივში” სიომინის დაბრუნება ჯერჯერობით არ განიხილება, ამჟამინდელი მწვრთნელი ნიკოლიჩი ადგილზე რჩება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილისა და ჩემპიონატში მე-8 პოზიციის გამო, ნიკოლიჩსაც წყალი შეყენებული აქვს.