“ლოკომოტივმა” “გარეჯი” მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ფინალში გავიდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის “ლოკომოტივი” გავიდა. “ლოკომოტივმა” მე-4 ლიგელი “გარეჯი” მძიმე ბრძოლაში, 2-3 დაამარცხა და პირველი ფინალისტი გახდა.
ანგარიში მე-13 წუთზე გუჯარაიძემ გახსნა და ტაიმი ასე დასრულდა. მე-2 ნახევარში 10 წუთიან მონაკვეთში 4 გოლი გავიდა და 3 აქედან “ლოკომოტივმა” გაიტანა.
“ლოკო” “საბურთალოსა” და “ტორპედოს” შორის გამარჯვებულს შეხვდება ფინალში.
გარეჯი 2-3 ლოკომოტივი
გოლები: გუჯარაიძე 13, თავაძე 62 – ჭანტურია 57, სიხარულიძე 59, შონია 67 (პ)
გარეჯი: ბობღიაშვილი – ხოხონიშვილი, ძამსაშვილი, ბექაური, გუჯარაიძე, ბარამიძე (თავაძე 61), მელქაძე, კუჭაშვილი, ნოზაძე, ჩიმაკაძე, კაპანაძე
მთავარი მწრთნელი: დავით მაისურაძე
ლოკომოტივი: ბულისკერია – გაბაძე, ჭანტურია, ანდრონიკაშვილი, უბილავა – სამურკასოვი (დარცმელია 46), შონია, გვალია, კომახიძე (თ.კირკიტაძე), დ. კირკიტაძე – სიხარულია (შეყილაძე 83)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე