“ლოკომოტივმა” “სიონი” კობახიძის გოლით დაამარცხა
ეროვნული ლიგის 24-ე ტური “ლოკომოტივი” “სიონის” დაპირისპირებით გაგრძელდა და მასპინძლებმა 1-0 გაიმარჯვეს. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო შედეგით გავიდნენ. მე-2 ნახევრის დაწყებისთანავე, ოთარ კობახიძემ შესანიშნავად წაიღო ბურთი, 2 მეტოქე მოატყუა და ზარქუას კარში გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. საერთოდ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ კობახიძე დასახელდა, რომელმაც გამარჯვების ბურთი შეაგდო, ჯარიმიდან ძელს გაარტყა, თანაგუნდელს 100%-იანი საგოლე შანსი შეუქმნა და დაცვაშიც კარგად ირჯებოდა. გამოსარჩევია, “ლოკომოტივის” დაცვის საკმაოდ კარგი თამაში, განსაკუთრებით, მე-2 ტაიმში.
“ლოკოს” რიგებში ამერიკელი ლეგიონერის, უილიამ ჯონის დებიუტი შედგა. უილიამმა ერთ-ერთ მომენტში დავითაშვილი მეკარეს 1-1-ზეც გაიყვანა, თუმცა სხვა მხრივ, პროდუქტიული ნამდვილად არ გახლდათ.
“წითლებს” გამარჯვების შემდეგ 28 ქულა დაუგროვდათ და “რუსთავს” გადაასწრეს. “სიონი” 20 ქულით კვლავ მერვე პოზიციაზეა.
ლოკომოტივი 1-0 სიონი
გოლი: ოთარ კობახიძე (48 წუთი)
ლოკომოტივი: თევდორაძე, სამურკასოვი (არდაზიშვილი 86), ჭანტურია, ლობჟანიძე, გაბაძე, უბილავა, შონია, კიკაბიძე (გვალია 46), დავითაშვილი, კობახიძე, ჯიქია (უილიამ ჯონი 68)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
სიონი: ზარქუა, მინდორაშვილი, გურეშვილი, ნოზაძე, გიორბელიძე, ხმალაძე, კოშკაძე (მიქაბერიძე 56), დათუნაიშვილი (სიხარულია 76), კირკიტაძე (ტრეტიაკი 62), მახარობლიძე, ისიანი
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე