“ლოკომოტივმა” სტუმრად ბათუმის “დინამო” დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: მაისი 5, 2017

დღეს ბათუმში, “რაგბი არენაზე” ადგილობრივმა “დინამომ” დიდი ხნის შემდეგ პირველად ჩაატარა საკუთარ მოედანზე შეხვედრა. ამ დიდი ზეიმის მონაწილე თბილისური “ლოკომოტივი” იყო.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში მე-14 წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აჭარელთა ფეხბურთელმა, ვალერიან თევდორაძემ გახსნა. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი 88-ე წუთზე იყო, როცა ვატო არველაძემ მარცხენა ფეხზე გადაიტანა ბურთი და საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დაბალი დარტყმით მეკარისგან მარცხენა კუთხეში შეაგდო ბურთი.

საბოლოოდ, 1-2 “ლოკომოტივის” სასარგებლოდ.

ამ მატჩის შემდეგ “დინამო” 12 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო “ლოკომოტივი” 21 ქულით მეორეზეა.

 

ფოტო: fcloco.Ge

მსგავსი სიახლეები