“ლოკომოტივში” კვირკველიას დებიუტი შედგა
დღეს რუსეთის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში მოსკოვის “ლოკომოტივი” “ტოსნოს” დაუპირირსპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი მე-19 წუთზე დედალაქელების ფეხბურთელი, მირანჩუკი გახდა. საბოლოოდ, სწორედ “ლოკომოტივი” გავიდა შემდეგ ეტაპზე.
საგულისხმოა, რომ მოსკოველთა მხრიდან 86-ე წუთზე მოედანზე გამოვიდა ქართველი ლეგიონერი, სოლომონ კვირკველია. მან მცირე დროში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.
“ლოკომოტივი” ნახევარფინალში “უფას” დაუპირისპირდება.