“ლომასი, ქინქლაძე” – კარაგერმა და ნევილმა “მანჩესტერ სიტის” ლეგენდებს დასცინეს (ვიდეო)

თარიღი: მაისი 8, 2019

6 მაისს, Sky Sports-ის მიმომხილველები – გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი “ეტიჰადზე” იმყოფებოდნენ, სადაც “მანჩესტერ სიტისა” და “ლესტერს” შორის გამართულ მატჩს დაესწრნენ.

შეხვედრის დაწყებამდე, ნევილმა და კარაგერმა “მანჩესტერ სიტის” ლეგენდებს დასცინეს. ნევილი ამ დროს სოციალურ ქსელ Instagram-ში პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა.

კარაგერი: “აქ ლეგენდების ოთახია.”
ნევილი: “ლეგენდების ოთახი?”
კარაგერი: “აქ არავინაა.”
ნევილი: “სტივ ლომასი, გიორგი ქინქლაძე.”

შეგახსენებთ, რომ კარაგერი “ლივერპულის” ფეხბურთელი იყო, ხოლო ნევილი – “მანჩესტერ იუნაიტედის”.

მსგავსი სიახლეები