ლონდონის “არსენალის” ისტორიაში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი გამოვლინდა
ლონდონის “არსენალის” მარჯვენა მცველი ექტორ ბელერინი კლუბის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი გახდა. 20 წლის ესპანელმა 40-მეტრიან სპრინტში ტეო უოლკოტი დაამარცხა.
აქამდე, “მეთოფეთა” ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად ტეო უოლკოტი ითვლებოდა, რომელმაც ორი წლის წინ სისწრაფეში ლეგენდარულ ტიერი ანრის აჯობა.