ლონდონის “ჩელსიმ” ევროპა ლიგის ფინალში “არსენალი” გაანადგურა (ვიდეო)
29 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ევროპა ლიგის 2018/19 წლების ფინალური შეხვედრა გაიმართა ლონდონურ “ჩელსისა” და “არსენალს” შორის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეხვედრა საკმაოდ მოსაწყენი ატმოსფეროს ფონზე მიმდინარეობდა, რაც არაერთმა ცნობილმა პიროვნებამ აღნიშნა.
მატჩი ლონდონის “არსენალის” უპირატესობით დაიწყო. პირველი 25 წუთის მანძილზე “პენსიონერებს” ერთი მომენტიც არ შეუქმნიათ, საპირისპიროდ კი “მეთოფეებმა” ერთი საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა ლაკაზეტის წინააღმდეგ კეპას სახიფათო თამაში პენალტის ღირსად არ ჩათვალა. ტაიმის ბოლოსკენ მაურისიო სარის შეგირდები გამოცოცხლდნენ და ვითარებაც დაბალანსდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი “ჩელსის” სრული დომინირებით წარიმართა. ანგარიში მატჩის 49-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა, თუმცა პატივისცემის ნიშნად გოლი არ აღუნიშნავს. მე-60 წუთზე პედრომ ედენ აზარს შრომა დაუფასა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა. რამდენიმე წუთში ნაილსის უხეში თამაშის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც ედენ აზარმა პროფესიონალურად შეაფასა. 69-ე წუთზე ახლად შემოსულმა აივობიმ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა სამიოდე წუთში აზარმა მეტოქე გუნდს ყველა იმედი მოუკლა – 4:1.