ლონდონური ინტრიგა და ლევანდოვსკის იმედი
სულ მალე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტთა ვინაობა გახდება ცნობილი. დღეს უერთიერთობას “ჩელსი” – “პსჟ” და “ბორუსია” – “რეალი” გაარკვევენ.
მადრიდში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ დორტმუნდში სასწაულის იმედად არიან, რომელიც შესაძლოა “ბორუსიას” დაბრუნებული ფოვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახდეს. შეგახსენებთ, რომ შარშან პოლონელმა მადრიდელებს 4 გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა.
თუმცა, ეს რთული წარმოსადგენია. წლევანდელი “რეალია” შარშანდელზე გაცილებით ძლიერია, რასაც “ბორუსიაზე” ვერ ვიტყვით. კლოპის შეგირდები ძველებურად ვეღარ ბურთაობენ. ასე რომ, გერმანიაში გასამართი შეხვედრა, დიდი ალბათობით, უფრო ფორმალური ხასიათის იქნება.
დღის და მეოთხედფინალების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებას ლონდონის “სტემფორდ ბრიჯი” უმასპინძლებს, სადაც “ჩელსი” 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფქვრას შეეცდება.
ლონდონელები რთულ მდგომარეობაში არიან, პარიზელების ერთი გოლიც კი სიტუაციას მნიშნველოვნად გაართულებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სტუმრებს მთავარი დამრტყმელი ძალა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ეყოლებათ. ეს ფაქტორი, მოურინიოს ზედმეტ საფიქრალს ნამდვილად მოუხსნის. მაგრამ, მეორე მხრივ “პსჟ” ზლატანის გარეშე სხვა ფეხბურთს ითამაშებს, რაც შესაძლაო სიურპრიზი იყოს ლონდონური კლუბისთვის.