ლოპესის დაბრუნების დრო ცნობილია

დიდი ალბათობით “მილანის” გოლკიპერი დიეგო ლოპესი ვარჯიშს მომდევნო ორშაბათს განაახლებს. ესპანელმა კიპერმა ტრავმა სექტემბრის შუა რიცხვებში “პარმას” წინააღმდეგ მატჩში (4:5)მიიღო.
“ძალიან რთულია ზედიზედ 4 თამაშის ჩატარება ტრამვირებულის სტატუსით. ძალიან მინდა მოედანზე დაბრუნება, იმედი მაქვს მომდევნო მატჩებში მონაწილეობას მივიღებ.”
“ყოველნაირად ვცდილობდი დე შილიოს პასი მიმეღო, მაგრამ მაგ დროს ფეხში საშნელი ტკივილი ვიგრძენი, რომელმაც ხელი შემიშალა და იძულებული გავხდი მატიას პასი გადაცემა კარში გამეშვა.”
“ვფიქრობ, ვარჯიშს მომდევნო კვირაში გავაგრძელებ. სავარაუდოდ, 19 ოქტომბერს, “ვერონას” წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას მივიღებ. თამაში რთული იქნება, მაგრამ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.”
“მილანი შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენ, პროფესიონალი მწვრთნელი გვყავს, რომლის მიზანი გამარჯვებაა.”–განაცხადა 32 ესპანელმა კიპერმა