ლოპეტეგი: “არ ვფიქრობ, რომ დიეგო კოშტა მოძრავი არაა”
გუშინ ესპანეთის ნაკრებმა შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრე, 1-1 ითამაშა. “ფურია როხას” მხირდან თავი მცველმა, ივარო ოდრიოზოლამ გამოიჩნა, ხოლო მას შვეიცარიელთა ფეხბურთელმა, რიკარდო როდრიგესმა უპასუხა.
დღეს აღნიშნულ მატჩზე ესპანელთა მთავარმა მწვრთნელა, ხულიენ ლოპეტეგიმ ისაუბრა.
“არ ვფიქრობ, რომ კოშტა დინამიური და მოძრავი არაა. თუმცა, გვყავს ალტერნატივებიც იაგო ასპასის სახით, რომელსაც მარჯვნივ შეუძლია თამაში. ასევე გყვავს როდრიგო. ჩვენ გვაქვს არჩევანი, შეგვიძლია მათი ერთად გამოყენება, ან ცალ-ცალკე თამაშით განვითარება. შვეიცარიასთან გუნდმა ბევრი რამ კარგად გააკეთა. არ გვაკლია ინტენსიურობა და რითმი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მომავალში შექმნილი შანსების ნახევარზე მეტს გამოვიყენებთ. კარგია, რომ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც შვეიცარიაა, ამდენი მომენტი გვქონდა,” – ამბობს ლოპეტეგი.