ლოპეტეგი: “ჩემი გუნდისთვის მენტალობა უმთავრესი რამაა”
ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურში “ჟირონამ” “რეალი” მიიღო და ანგარიშით, 1-4 დამარცხდა. დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ყველაზე მეტად, რამაც გამახარა, გუნდის მენტალობაა. ეს ძალიან კომპლექსური მატჩი გამოვიდა. მათ ანგარიში გახსნეს, თუმცა ჩვენ შინაგანი ძლიერება ვაჩვენეთ. ყველა დაპირისპირება ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვაქვს. შესაბამისად, შენ გჭირდება გუნდი სრული შემადგენლობით.
ბევრჯერ ვცადეთ, რომ მეკარის საკითხზე განმარტება გაგვეკეთებინა. გვყავს ორი კარგი გოლკიპერი, თუ კიკო კასილიასაც ჩათვლით – სამი. ისინი არ წარმოადგენენ პრობლემებს, ისინი წარმოადგენენ პრობლემის გადაჭრის გზებს. შესაბამისად, დღიდან დღემდე ვაანალიზებთ ამ საკითხს და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ამჯერად კეილორ ნავასი გამოვიყენეთ. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ის იდეალურად გაისარჯა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. საერთო ჯამში
, გეტყვით, რომ თითოეულ პოზიციაზე დიდი კონკურენცია გვაქვს, რაც შესანიშნავია მთლიადან გუნდისთვის,” – ამბობს ლოპეტეგი.