ლოპეტეგი: “განსაკუთრებულ განწყობაზე ვართ და მშვიდად ვხვდებით მსოფლიოს ჩემპიონატს”
ხვალ ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ესპანელები როგორც აღნიშნულ მატჩში, ასევე, მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევიან. ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი კიდევ უფრო გაიმყარეს, რაც მარტში არგენტინას ანგარიშით, 5-1 სძლიეს.
თუმცა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა, ხულიენ ლოპეტეგიმ განაცხადა, რომ წარსულზე სულაც არ ფიქრობს და მის ნაკრებს ახალი მისიები აქვს შესასრულებელი.
“არ ვფიქრობთ მარტში გამართულ მატჩებზე. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთში რისი გაკეთებაც გვსურს, არაფერი აქვს საერთო წარსულთან. ახლა კი ხვალინდელ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი. ვეთამაშებიტ გუნდს, რომელიც FIFA-ს რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს. ისინი საქმეს გაგვირთულებენ. რეალურად, ხვალ ის შემადგენლობა უნდ აგვყავდეს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. თუმცა, ისევ არ მყავს რამდენიმე ფეხბურთელი. იმ ტურნირზე ვითამაშებთ, რომელიც უკვე მოვიგეთ. ახლა განსაკუთრებულ განწყობაზე ვართ და მშვიდად ველით მოახლოვებულ ჩემპიონატს,” – ამბობს ლოპეტეგი.