ლოპეტეგი “რეალის” კარში ერთხელ იდგა და სამი გოლი გაუშვა
დღეს ოფიციალურად გაცხადდა, რომ მადრიდის “რეალს” ახალ სეზონში ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი, ხულენ ლოპეტეგი უთავკაცებს. ის სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
საგულისხმოა, რომ 1966 წელს დაბადებული მწვრთნელისა და “ბლანკოსის” გზები წარსულშიც გადაიკვეთა. ხულენი “რეალის” აღზრდილია. ის მეკარის პოზიციაზე თამაშობდა. ლოპეტეგიმ 1985-1988 წლებში “კასტილიაში” გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც გადაიყვანეს მთავარ გუნდში. 1990 წელს ბასკს ერთადერთი შეხვედრის ჩატარება მოუწია. 28 აპრილს, ლა ლიგის 37-ე ტურში მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, “ვისენტე კალდერონზე” მან სრული თამაში ჩაატარა და სამი გოლი გაუშვა. ბალთაზარმა, ანტონიო ორეხუელამ და მანოლომ შეძლეს “რეალის” კარის აღება. ხოლო, “თეთრების” მხრიდან თავი მიჩელმა და იერომ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა 90+2 წუთზე გაათანაბრა ანგარიში.
“რეალში” გატარებულ უკანასკნელ სეზონში ლოპეტეგი პაკო ბუიოსა და პედრო ხაროს შემდეგ, მესამე მეკარე იყო.