ლოპოტეგიმ დანაკლისზე, ვინისიუსსა და ოდრიოსოლაზე ისაუბრა
მადრიდის “რეალი” ჩემპიონთ ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. “ლუჟნიკებზე” ვარჯიშის შემდეგ, “ბლანკოსის” თავკაცმა პრესასთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
“ძალიან საინტერესო მატჩი გველის, სადაც სასურველი შედეგის მიღება რთული იქნება. “ცსკა” სახლში თამაშობს და ყველაფერს გააკეთბს, სირთულეების შესაქმნელად. ამ დაბრკოლებებს კი არსებული რესურსით უნდა გავუმკლავდეთ.
ყოველი მატჩის წინ ოპტიმალური მიდგომა უნდა გამოვიმუშავოთ, რათა ქულების მაქსიმუმი დავაგროვოთ.
ოდრიოსოლას ასი პროცენტით ვენდობი. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა კიდევ ერთი დაზიანება მიიღო, მაგრამ როდესაც გვჭირდებოდა, ისე ყოველთვის მზად იყო სათამაშოდ.
ვინისიუსი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ წინ დიდი მომავალი აქვს. სწორი გზით მიდის და მჯერა, რომ ჩვენს დახმარებას შეძლებს,” – აცხადებს ლოპოტეგი.