ლორისი: “ჩემით ისტორიული გრანდები ინტერესდებიან”
“ტოტენჰემის” ფეხბურთელმა, უგო ლორისმა მის ლონდონურ კარიერაზე ისაუბრა. ფრანგი კიპერი მოურისიო პოჩეტინოს თავკაცობის ქვეშ კომფორტულად გრძნობს თავს და არსად წასვლას არ აპირებს.
“ჩემი მომავალი მოურისიოს უკავშირდება. ეს უეჭველია! მან ძალიან ბევრი რამ მომცა. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ეს არაა მხოლოდ ის, რაც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის არსებობს. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. დარწმუნებული ვარ, იგი ერთ დღეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდება.”
“აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი წარმავალია. ამ სპორტში მოვლენები სწრაფად ვითარდება.”
“არ ვფიქრობ, რომ არ გამაჩნია დიდ ამბიციები. ცხოვრებაში არის რაღაცები, რაზეც უარს ვერ იტყვი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოუთმენლად ველი ამ ცვლილებას და, თუნდაც, ამჟამად რამე შემოთავაზებით ვარ აღფრთოვანებული.”
“ჩემით ისტორიული კლუბები ინტერესდებიან. თუმცა, ამჟამად მხოლოდ ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული,” – განაცხადა ფრანგმა.