ლოსანოს გოლის შემდეგ მექსიკაში მიწისძვრა დაფიქსირდა
მექსიკის მთავრობა ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დღეს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის მიზეზი კი ლოსანოს მიერ გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კარში გატანილი გოლი გახლავთ.
როგორც იცით, მექსიკელები და გერმანელები ერთმანეთს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი ლოსანომ თამაშის 35-ე წუთზე გაიტანა.
ზემოთ აღნიშნული გოლი მექსიკელებმა იმდენად ემოციურად აღნიშნეს, რომ სეისმოლოგების გაკვირვებაც გამოიწვიეს. SIMMSA-ს მონაცემები ადასტურებს მიწისქვეშა ბიძგებს ქალაქის დედაქალაქში.
El #sismo detectado en la Ciudad de México se originó de manera artificial. Posiblemente por saltos masivos durante el Gol de la selección de #México en el mundial. Por lo menos dos sensores dentro de la Ciudad lo detectaron a las 11:32. pic.twitter.com/mACKesab3b
— SIMMSA (@SIMMSAmex) June 17, 2018