ლოთარ მათეუსი: “ფლიკი ნაკრებში მიდის, “ბაიერნი” ახალ მწვრთნელზე ფიქრობს”
მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი, ირწმუნება, რომ ჰანსი ფლიკი “რეკორდმაისტერს” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.
“ფლიკს კონკრეტული შეთავაზება აქვს და გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. “აუგსბურგთან” გასამართი მატჩი [22 მაისი] ფლიკისთვის უკანასკნელი იქნება “ბაიერნის” თავკაცის პოსტზე.
“ბაიერნი” ახალ მწვრთნლზე, იულიან ნაგელსმანზე, ფიქრობს,” – განაცხადა გერმანელმა Sky Germany-ის ეთერში საუბრისას.
როგორც იცით, ფლიკი მიუნხენურ კლუბს სათავეში 2019 წელს ჩაუდგა და ექვსი ტიტულის მოგება შეძლო ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით. ჰანსი 2006-2014 წლებში იოაჰიმ ლიოვის დამხმარე მწრთნელად მუშაობდა “ბუნდესნაკრებში”. ლიოვი კი ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე დატოვებს.
რაც შეეხება ნაგელსმანს, ეს უკანასკნელი “ლაიფციგის” მთავარი მწვრთნელის პოსტს 2019 წლიდან იკავებს. იქამდე 33 წლის მწვრთნელი “ჰოფენჰაიმში” მუშაობდა.