ლოთარ მათეუსი: “რონალდუ “იუვენტუსს” საუკეთესო კლუბად ვერ აქცევს”
გერმანული ფეხბურთის ლეგენდის ლოთარ მათეუსის აზრით, კრიშტიანუ რონალდუ არ არის იმ ასაკში, რომ “იუვენტუსი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბად აქციოს. შეგახსენებთ, რომ “ბებერმა ქალბატონმა” 33 წლის პორტუგალიელის ტრანსფერში 100 მილიონი გადაიხადა.
“რონალდუ ფეხბურთის სათამაშოდ საუკეთესო ასაკში ნამდვილად არაა. ვფიქრობ, ის აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთებს, სადაც შეუძლია, დიდებული შოუ დადგას, როგორც ეს გასულ წლებში გააკეთა.
მჯერა, რომ “ნაპოლისა” და “ინტერის” სახით ტურინის “იუვენტუსს” ძალიან ძლიერი კონკურენტები ეყოლება. ვფიქრობ, ზედიზედ შვიჯერ მოგებული “სკუდეტოს” შემდეგ, გაცილებით უფრო საინტერესო სეზონი გველის. “იუვე” ახლა უფრო ძლიერია, მაგრამ ფაქტია, რომ რონალდუ მას საუკეთესო კლუბად ვერ აქცევს.
ესპანელებისთვის რონალდუს დაკარგვა დიდი დანაკლისია, თუმცა, მის გარეშეც “რეალი” ისევ ძალიან ძლიერია. შეიძლება, ბეილმა შეძლოს რონალდუს შეცვლა. მისი წასვლის შემდეგ, მან რამდენიმე კარგი თამაში ჩაატარა, იმედია, თავის ნამდვილ სახეს გვაჩვენებს,” – აცხადებს ლოთარ მათეუსი.