WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (181498) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ლოთარ მათეუსი საბურთალოს სკოლას ესტუმრა

თარიღი: ივნისი 6, 2014

“ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ამდენი ბავშვის გახარებულ სახეებს ვხედავ, ალბათ ეს თარიღი მათ არასოდეს დაავიწყდებათ. ქართული ფეხბურთის მომავალი სწორედ ამ თაობაშია. ფეხბურთი მასიური სპორტია და როგორც ჩანს საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. პატარა ფეხბურთელებს სწორი მიმართულება სჭირდებათ, რათა მომავალში თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობა გამოავლინონ”, – აღნიშნა ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა საფეხბურთო სკოლა “საბურთალოში” სტუმრობისას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ჩვენს დედაქალაქში ლუდის კომპანია “ზედაზენის” მეშვეობით ჩამოვიდა, სკოლაში კი როგორც საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მოწინავე სკოლა, ისე ეწვია. გერმანელის სტუმრობა ასევე სკოლის ხელმძღვანელებისა და “ზედაზენის” წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობა გახდა.

მათეუსს “ბენდელაზე” მრავლად ელოდნენ საფეხბურთო სკოლის ნორჩი ფეხბურთელები, ასევე იყვნენ ჟურნალისტები. ჩვენს არენაზე რიგითი გულშემატკივრებიც დიდი რაოდენობით შეიკრიბნენ და შეიძლება ითქვას სტადიონზე სრული ანშლაგი იყო.
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის “ბენდელაზე” გამოჩენას ქომაგი ოვაციებით შეხვდა, პატარა ბავშვები კი სტუმარს შეძახილებით – მათეუს, მათეუს დახვდნენ. ყოფილი “ათიანი” “საბურთალოს” კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად მინდორზე შევიდა და ბავშვებს მიესალმა, შემდეგ კი ჩვენი ნორჩი მეკარეების ოსტატობაც შეამოწმა და რამდენიმე პენალტიც დაარტყა. ამ ყველაფერმა დაახლოებით 15-20 წუთს გასტანა, რის შემდეგ ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა და მცირე ხნით მათ კითხვებსაც უპასუხა. მართალია, მასმედიის წარმომადგენლებს დიდი დრო არ დაუთმო, რადგან წინ კიდევ მრავლად ჰქონდა შეხვედრები დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე კითხვას მაინც უპასუხა. ბოლოს კი “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს სამახსოვროდ კლუბის ათ ნომრიანი მაისურა გადასცა, მეორე მაისურზე კი სტუმარმა ავტოგრაფი დატოვა და ის კლუბის მუზეუმში დაიდებს ბინას.

fcsaburtalo.ge 



მსგავსი სიახლეები