ლოთარ მათეუსი თბილისშია!
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი ლუდის კომპანია “ზედაზენის” მეშვეობით თბილისში ჩამოვიდა – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჩვენს დედაქალაქს გამთენიისას ესტუმრა. ვეტერანი ფეხბურთელი საქართველოში ორ დღეს დარჩება, ამ ხნის განმავლობაში ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობა, დაათვალიერებს ქალაქს, მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით გერმანიის ფან-კლუბის პრეზენტაციაშიც მიიღებს მონაწილეობას და რაც ყველაზე მთავარია, საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” ეწვევა და სავარაუდოდ ერთი საათის განმავლობაში ნორჩ ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებს, უხვად დაარიგებს ავტოგრაფებს და შესაძლოა მცირე დროით მათთან ბურთიც გააგოროს.
ხვალ “ბენდელაზე” მათეუსის სტუმრობა 10:30 საათისთვისაა დაგეგმილი.
fcsaburatlo.ge