ლუკას მოურა: ”ბარსელონაში” ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მოედანზე ეს უნდა დავივიწყო”
დღეს, თბილსის დროით 22:45 საათზე, გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის დაპირისპირება, სადაც პსჟ ”ბარსელონას” უმასპინძლებს. პარიზული გუნდის შემტევი ნახევარმცველი, ლუკას მოურა აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე გუნდის რამოდენიმე ფეხბურთელთან ახლო მეგობრობა აკავშირებს, მაგრამ მოედანზე განსხვავებული სიტუაცია შეიქმნება.
”რთული და საინტერესო შეხვედრა გველოდება. ”ბარსელონა” დიდებული კლუბია და ჩვენც ამისკენ ვისწრაფვით. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა დიდი პროგრესი გაიარა და დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პსჟ ძლიერი გუნდია. ჩვენს გუნდში, ბრწყინვალე ფეხბურთელები ირიცხებიან და თავისუფლად შეგვიძლია ”ბარსელონას” დამარცხება, მაგრამ ეს დიდი ბრძოლის შედეგად მოგვიწევს. კატალონიურ კლუბში, ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მოედანზე ეს უნდა დავივიწყო.” – განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.