ლუჩანო სპალეტი: “რონალდუსთან მხოლოდ პერიშიჩის შედარება შეიძლება”
მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი თვლის, რომ ტურინის “იუვენტუსის” ახლაწვეულ კრიშტიანუ რონალდუსთან მხოლოდ მისივე გუნდის გარემარბის, ივან პერიშიჩის შედარება შეიძლება.
“ფიზიკური თვალსაზრისით რონალდუსთან მხოლოდ პერიშიჩის შედარებაა შესაძლებელი. ის ამ მხრივ ერთადერთი ფეხბურთელია. პერიშიჩი სწრაფი და ძლიერია, გარდა ამისა ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია გოლის გატანა, თავური დარტყმითაც კი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, რა თქმა უნდა, ხორვატიის ნაკრებს ვუგულშემატკივრებ”, – ციტირებს სპალეტის სიტყვებს Football Italia.