ლუჩესკუს პირველი შეხვედრა “დინამოს” მოთამაშეებთან – განსაკუთრებული მისალმება წიტაიშვილს (ვიდეო)
კიევის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ გუნდის ფეხბურთელებს გუშინ პირველად შეხვდა და მათთან ისაუბრა.
როგორც იცით, 75 წლის სპეციალისტი “დინამოს” მწვრთნელად ერთი კვირის წინ დაინიშნა. ამ ამბავს უკრაინაში დიდი სკანდალი მოჰყვა. ლუჩესკუ 12 წლის განმავლობაში კიევური კლუბის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, დონეცკის “შახტარს” ხელმძღვანელობდა. “დინამოს” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება კლუბის ფანებმა გააპროტესტეს, იყო საუბარი იმაზეც, რომ ლუჩესკუ პოსტს მალე დატოვებდა, თუმცა ის მუშაობას აგრძელებს.
“დინამოს” ფეხბურთელებთან შეხვედრისას, ლუჩესკუმ გიორგი წიტაიშვილს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.