ლუი ვან გაალმა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე 50 მილიონი მოითხოვა
”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი, დღეს კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა.
Goal.com-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ”მანიუს” ხელმძღვანელობას, იანვრის ტრანსფერებისთვის 50 მილიონი ფუნტი მოსთხოვა. ვან გაალი, ”რომას” ნახევარმცველის, კევინ სტროტმანის ყიდვასა და დაცვის გაძლიერებას აპირებს.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ”მანჩტერ იუნაიტედის” სპორტული დირექტორის მოადგილემ, ედვარდ ვუდმენმა, კლუბის ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ კლუბმა ზამთრის ტრანსფერებზე დიდი რაოდენობით თანხა არ დახარჯოს, რადგან ეს ნეგატიურად აისახება კლუბის ბიუჯეტზე.
ვუდმენის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ ”მანჩესტერ იუნაიტედი”, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება, განხორციელებული ტრანსფერები ამაო აღმოჩნდება და კლუბი სერიოზულ ზარალში გადავარდება.
დღესდღეობით, ”წითელი ეშმაკები”, პრემიერ ლიგაში მე-12 პოზიციაზე იმყოფება.