ლუის ენრიკე: „ახალი „ბარსელონას“ აშენებას ვაპირებთ“

თარიღი: მაისი 22, 2014

„ბარსელონას“ ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამ რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე კლუბის სამომავლო გეგმებსა და საკუთარი მუშაობის სტილზე ისაუბრა.

„მეტად ამაღელვებელი და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. ახალი „ბარსელონას“ აშენებას ვაპირებთ. გამოწვევები არ მაშინებს.

როდესაც „ბარსელონას“ მეორე გუნდი დავტოვე, კლუბის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებოდით. მათ თავიანთი სიტყვა შეასრულეს.

ვიცი, რამდენად რთული იქნება ახალი პროექტის განხორციელება, თუმცა მსურს, ეს ატმოსფერო შევიგრძნო, სტადიონზე კლუბის ჰიმნი მოვისმინო.

ვიქნები თუ არა მკაცრი ფეხბურთელების მიმართ? არ ვიცი, რას გულისხმობთ. მე ყოველთვის პოზიტიური ვარ.

ჩემი გუნდი შემტევ, მიმზიდველ ფეხბურთს ითამაშებს. ისევ ის სტილი გვექნება, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი მოხიბლა.

ცვლილებები იქნება. ვეცდებით, რომ ძალები განვამტკიცოთ. როდესაც გუნდი საჭირო დონეზე არ არის, ცვლილებების გაკეთება ხდება საჭირო. ყველა ხაზი განახლდება.

მწვრთნელი ლიდერია. როდესაც საქმე ფეხბურთელთა ჯგუფის მართვას, პირად ამბიციებს, შინაგან ეგოსა და მოტივაციას ეხება, მან საკუთარი ცოდნა და გამოცდილება უნდა აჩვენოს.

მოხარული ვარ, რომ ლეო მესი გვყავს. ის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელია. ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მძენს.

ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა მიყვარს. მათგან მე ამბიციას ვითხოვ“, – ლუის ენრიკეს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რატომ უთხრა ჯიჯი ბუფონმა “ბარსელონას” უარი?

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Diario Sport ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ბარსელონამ” ჯანლუიჯი ბუფონს “კამპ ნოუზე”...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანი: “მესის საზამთროს აძლევ, უკან კი ხიზილალას გიბრუნებს!”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა მესის შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელი ამბობს, რომ არგენტინელ სუპერვარს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტორგან აზარი ედენის პრობლემებზე: “ესპანურ პრესასთან ბრძოლა რთულია”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ტორგან აზარმა, მადრიდულ კლუბში თავისი ძმის პრობლემებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერზე მუშაობს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, რაჰიმ სტერლინგი, შესაძლოა კატალონიის “ბარსელონაში” ვიხილოთ. შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას Sk...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალ-ხელაიფი: “ბარსელონა” ყოველთვის ცდილობდა ნეიმარის დაბრუნებას”

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, პრესასთან საუბრისას უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნეიმარს ადრე “ბარსელონა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიმეონე ლაუტარო მარტინესს მადრიდში იწვევს

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები ლა ლიგაში გაჩემპიონების შემდეგ საკუთარ თავს ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელების საშუალებას მისცემენ. A...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტის პირველი სამიზნე ცნობილია

ზინედინ ზიდანის “რეალიდან” წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა. იტალიელმა სპეციალისტმა უკვე სრულად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფირპოს ტრანსფერით იტალიური გრანდი ინტერესდება

“მილანის” ხელმძღვანელები “ბარსელონას” მარცხენა მცველის, ხუნიორ ფირპოს, ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ. ამ ინფორმაციას Ca...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხავი: “ბარსელონას” ორჯერ ვუთარი უარი”

კატარული “ალ-სადის” მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “ბარსელონასგან” ორჯერ მიიღო წინადადება და ორჯე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ “მილანის” გამო “ინტერს” უარი უთხრა

“კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა კარლო ანჩელოტის მადრიდის “რეალის” მთავარი მწვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა: VAR სისტემით მიღებული გადაწყვეტილებების 94,5 პროცენტი ზუსტია

უეფამ მსაჯის დამხმარე ვიდეორეფერის მუშაობა (VAR) შეაფასა და შესაბამისი სტატისტიკაც გამოაქვეყნა. 2019 წლიდან VAR სისტემა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუეროს მამა: “გვარდიოლას ცრემლების არ მჯერა”

“ბარსელონას” ახალწვეულ სერხიო აგუეროს მამამ, ლიონელ დელ კასტილიომ “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” საულს 80 მილიონად ყიდის, შემცვლელი უკვე ნაპოვნია

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი, საულ ნიგესი, დიდი ალბათობით კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოც...
წაკითხვა