ლუის ენრიკე: “ანსუ ფატის თავდაჯერებულობა ნორმალური არ არის!”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უკრაინასთან გამარჯვების (4:0) შემდეგ ანსუ ფატის შესახებ ისაუბრა.
როგორც იცით, “ბარსელონას” 17 წლის შემტევი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით გოლი გაიტანა.
“როცა შემადგენლობას ვარჩევდით, მის ასაკზე ყურადღება არ გაგვიმახვილებია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვესმის, ანსუ ფატი ზოგჯერ ცუდად ითამაშებს და ბევრ შეცდომასაც დაუშვებს. ეს სწავლების პროცესის ნაწილია, მაგრამ მისი თავდაჯერებულობა ნორმალური არ არის.
ანსუ ფატი ბედნიერია და მას ამის მიზეზი აქვს. 17 წლის ბიჭმა ნაკრებში ჩატარებულ მეორე მატჩში გოლი გაიტანა. მან შეკრებაზე ბევრი იშრომა და მიხარია, რომ სახლში ბედნიერი ბრუნდება. ასეთ ასაკში მსგავსი წარმატება ბევრს თავში უვარდება, მაგრამ ის ძალიან მშვიდი და თავმდაბალია”, – ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს Goal.Com.