ლუის ენრიკე: “ბარსელონა” ტიტულებს მესის გარეშეც მოიგებს”
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლეო მესისა და “ბარსელონას” გარშემო არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი.
როგორც იცით, არგენტინელ სუპერვარსკვლავს კლუბის დატოვება სურდა, თუმცა ხელმძღვანელებმა ამის უფლება არ მისცეს და ის “კამპ ნოუზე” კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.
“ძალიან დელიკატური თემაა. კლუბი ყოველთვის ინდივიდუალებზე უფრო მნიშვნელოვანია. “ბარსელონა” 1899 წელს დაარსდა და მას შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
ორი აზრი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ “ბარსელონასა” და მესის ბრწყინვალე ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა ისინი აქამდეც იგებდნენ ტიტულებს და მის გარეშეც მოიგებენ.
ადრე თუ გვიან მესის მაინც მოუწევს კლუბის დატოვება. ორივე მხარე მადლობელი უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. რასაკვირველია, ყველასათვის კარგი იქნებოდა, ეს ურთიერთობა სამუდამო რომ ყოფილიყო, მაგრამ ასე არ არის,” – აცხადებს ლუის ენრიკე.