ლუის ენრიკე: “ჩვენი მთავარი მეტოქე “ატლეტიკოა” და არა “რეალი”
ლუის ენრიკემ აღიარა, რომ კატალონიური “ბარსელონას” მთავარ მეტოქედ მადრიდის “ატლეტიკო” მიაჩნია და არა “რეალი”, რომელიც ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.
“ჩვენი უახლოესი მეტოქე “ატლეტიკოა”, ისინი მეორე ადგილზე იმყოფებიან; შემდგომ კი მოდის “რეალი”, რომელიც მესამეა.
“მართალია, ლიდერის როლში ვიმყოფებით, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.” – განაცხადა კატალონიელთა თავკაცმა.
ლუის ენრიკემ რაფაელ ნადალზეც ისაუბრა, რომელსაც დოპინგის მიღებას აბრალებენ:”დოპინგი მე უფრო მექნება მიღებული, ვიდრე მას. ის ჩემთვის სრულყოფილი სპორტსმენია, მე მას ვენდობი.
ერთადერთი, რაც მასში არ მომწონს არის ის კლუბი, რომელსაც ის გულშემატკივრობს.”