ლუის ენრიკე: “ეს შედეგი სამართლიანია”
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარიზში, “პსჟ”-სთან განადგურების (0:4) შემდეგ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმ, ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“შედეგი ნათლად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. მეტოქე აშკარად ჩვენზე უკეთესი იყო.”
“მოდით, ნუ დავკარგავთ დროს იმის განხვილვაზე, რაც ყველამ ვიცით. ფეხბურთი ემოციური სპორტია, რომელსაც მუდამ ახლავს სირთულეები და ბარიერები.”
“ამ შედგეს ჩემს თავზე ვიღებ.”
“პრესის წარმომადგენლები შეხვედრას ახლოდან არასდროს უყურებენ. მათ ამის საშუალება არ აქვთ. ჩვენ 4-3-3 წყობა 4-2-3-1-ით შევცვალეთ. ამის შემდეგ მესი უფრო ხშირად უნდა ყოფილიყო ბურთთთან და მას მეტი აეღო თავის თავზე. თუმცა, არც ამან არ გაამართლა.”
“პრესას ვთხოვ, რომ თქვენი ტონი ერთი და იგივე იყოს წაგებისა და მოგების დროს,” – განაცხადა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 8 მარტს, უკვე ესპანეთის ქალაქ “ბარსელონაში”, “კამპ ნოუზე” შედგება.