ლუის ენრიკე: “იმედი მაქვს, ნეიმარი მშრალ სერიას შეწყვეტს”
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელს, ნეიმარს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში, მხოლოდ და მხოლოდ, 6 გოლი აქვს გატანილი. მას ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტისთან” მოგებული ( 4:0) შეხვედრის შემდეგ მეტოქის კარის ბადე აღარ შეურხევია. საბოლოო ჯამში, ბრაზილიელი შემტევის მშრალი სერია ათ დაპირისპირებას ითვლის.
კატალონიელები კვირას პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის შეხვედრაში “ვილიარეალს” დაუპირისპირდებიან. “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ნეიმარის წარუმატებელ მატჩებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ამჟამად იგი გატანას შეძლებს.
“ნეიმარი შესანიშნავ ფორმაშია. ბრაზილიელს თუ რამე გამოარჩევს, ეს მისი სიმტკიცეა და ის თვისება, რომლითაც იგი რთულ სიტუაციებს ლახავს.”
“მას ამ სეზონში ძალიან ბევრი გოლის გატანა სურს. მართალი ახლა მშრალი სერი აქვს, თუმცა ყველაფერს პოზიტიურად უნდა შევხედოთ. ნეიმარი ლაღად მოთამაშე სპორტსმენია და მისგან ძალიან ცოტა ნეგატიურს უნდა ველოდოთ. დარწმუნებული ვარ, ის მალე გაიტანს და,ზოგადად, შესანიშნავი სეზონი ექნება,” – განაცხადა ლუის ენრიკემ.