ლუის ენრიკე: “კრიტიკოსებს გვარდიოლას წარმატებების შურთ”
კატალონიური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე პეპ გვარდიოლას გამოექომაგა, რომლის “მანჩესტერ სიტიც” უკვე ანტირეკორდებს ამყარებს.
“გვარდიოლას კრიტიკოსებს მინდა ვუთხრა, რომ მოგებას გააგრძელებს, კვლავ მოიგებს ტიტულებს. ამაში დარწმუნებული ვარ.
ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები მუდმივად ცდილობენ პეპის გაკრიტიკებას, რადგანაც მათ შურთ იმ ადამიანების, რომლებიც ყოველტვის იგებენ…
ამასთანავე, პეპი კარგი ფეხბურთის თამაშით მიაღწევს ამ ყველაფერს. მჯერა, რომ მისი ფილოსოფია და მოსაზრებები სწორია და რომ ბოლოს მაინც ის გაიმარჯვებს. წარმატებამდე მათემატიკას არ მივყავართ.”