ლუის ენრიკე: “მესი ბრწყინვალე ფორმაშია”
კატალონიური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ბლაუგრანას” ლიდერი, ლიონელ მესი ფორმიდან ამოვარდნილია. ლუის ენრიკემ ეს განცხადება “ხიხონთან” გასამართ მატჩამდე გააკეთა.
“მესი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. მან “დეპორთან” მატჩშიც გაისროლა. მესიმ ძალიან კარგად ივარჯიშა და შაბათს გასამართი მატჩისთვის სრულიად მზად არის.”
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ლეო მესი, ისევე როგორც მთლიანად “ბარსელონა” არც ისე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა ყველაფერი “დეპორტივოსთან” გამართულ მატჩში გამოსწორდა, როცა ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა მასპინძლები 0-8 გაანადგურა.